Home ადამიანები “არასოდეს ვყოფილვარ მოდას ბრმად აყოლილი!”

“არასოდეს ვყოფილვარ მოდას ბრმად აყოლილი!”

202
loading...

როგორი ქალები წერენ ისტორიას

“ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი ხალხი ჩემს ქალაქში – ქუთაისშია – ამას სრულიად გულახდილად ვამბობ. ვიცი ამ ქალაქს რა მდიდარი კულტურა, ისტორია აქვს!.. ქუთაისი და საერთოდ დასავლეთი საქართველო ყოველთვის ამარაგებდა თბილისს საუკეთესო ხალხით”, – გთავაზობთ ამონარიდებს მარიტა როხვაძის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში “გზა” გამოქვეყნდა:

“ყოველთვის მქონდა ჩემი გემოვნება და ვიცვამდი იმას, რაც მიხდებოდა. მოდას ბრმად აყოლილი არასოდეს ვყოფილვარ… არ მომწონს ბრენდებს რომ ყიდულობენ და არ იციან, რას შეუხამონ, როგორ მოიხდინონ. ყველაზე დიდი უგემოვნებაა, როდესაც ბრენდი გაცვია და გიკეთია აქსესუარები, რომლებიც ერთმანეთთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის!..”

“პატარაობიდანვე რისი ნახვაც ძალიან მინდოდა, პირამიდები იყო. საბედნიეროდ, მომეცა საშუალება ეგვიპტეში წავსულიყავი და ეს მშვენიერება მენახა… ეს იყო ოცნება, რომელიც ავიხდინე. შემდეგ მინდოდა იერუსალიმში წასვლა, რათა მენახა გოლგოთა, სადაც ქრისტე აწამეს, ქრისტეს საფლავი – მქონდა ბედნიერება და ეს ოცნებაც ავისრულე…”

“დაბადებიდან კორპუსში ვცხოვრობ და მინდა მქონდეს საკუთარი სახლი, რომელსაც ექნება დიდი ეზო, ხეხილი, ბოსტანი… მსურს ბოსტანს თავად ვუვლიდე. დღეს დიდი ფუფუნებაა ნატურალური პროდუქტის ჭამა. კაცმა არ იცის, რით ვიკვებებით და აქედან გამომდინარე ვნატრობ საკუთარ სახლს დიდი ეზოთი, სადაც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი!..”

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება