Home ვიდეოები ,ოთხი კვირის წინ .ნელ-ნელა დაიწყო წარბებმა ცვენა,შემდეგ წამწამებმა და ბოლოს თმამაც, საჭირო...

,ოთხი კვირის წინ .ნელ-ნელა დაიწყო წარბებმა ცვენა,შემდეგ წამწამებმა და ბოლოს თმამაც, საჭირო მედიკამენტებზე არ აქვთ წვდომა.საჭირო მედიკამენტებზე არ აქვთ წვდომა. დაგპირდით რომ თქვენთვის ვიბრძოლებდი,ჰო და აქ ვარ !

1223
loading...

 

  • ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი სისუსტეები და ჩემთვის ეს ჩემი თმა იყოუარი ვთქვი ჩაფხუტის გამოყენებაზე,ოთხი კვირის წინ .ნელ-ნელა დაიწყო წარბებმა ცვენა,შემდეგ წამწამებმა და ბოლოს თმამაც.შემეძლო შემენარჩუნებინა ,მაგრამ ასე გადავწყვიტე.ჰო და წუხელ სულ სულ გადავიპარსე,ჩემი ხელით და გულზე იმხელა ლოდი მომეხსნა .რა დროს ჩაფხუტია,როცა ჩემი ქვეყნის ქალების უმრავლესობას,უბრალოდ საჭირო მედიკამენტებზე არ აქვთ წვდომა.არ იყო მატრაკვეცობის დრო,უბრალოდ არ იყო და როცა ასობით ქალს დავპირდი რომ ერთი ბრძოლა გვქონდა და ყველას ერთად უნდა მოგვეგო ეს ომი ეს პირველი იყო,რაც უნდა გამეკეთებინა.

    ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ თმის გადაპარსვა ზოგისთვის ალბათ სიგიჟეა,ჩემთვის სიმშვიდე და თანასწორობა !

    კიბო განაჩენი არ არის,ის დიაგნოზია.რთულია გზა და დამღლელი,მაგრამ ყველა გზა გადის გზაჯვარედინზე,ყველაფრიდან არის გამოსავალი.

    წუხანდელი ამბავი ჩემი მეორედ ომში შესვლაა,ოღონდ არა საკუთარში ,ჩემსას უკვე მოვრჩი ,თქვენს ბრძოლაში ჩაბმაა,ახლა მე ვარ თქვენი ჯარისქალი და ვკადნიერდები ,რომ ჩემი გამოცდილებით ვიმსახურებ მთავარსარდლობას,იმიტომ რომ დაგაჯეროთ სასწაულების არსებობის .

    დაგპირდით რომ თქვენთვის ვიბრძოლებდი,ჰო და აქ ვარ ! დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა,საერთოდაც ამით უნდა დამეწყო .

    ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ,სიცოცხლისთვის ბრძოლას განსაკუთრებით

    მიყვარხართ და ერთად ვუთხრათ სიმსივნეს არა !!!

    #მარტოარხარ

    #ნუგანმასხვავებ

    #უთხარიარასიმსივნეს

    ავტ: მარიამ ი.
    #მარიკალა

     

https://news.coa.ge

 

loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება