Home სხვადასხვა თბილისში კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, მერე ავარიაში 5 ავტომობილი დაამტვრია, ბოლოს კი...

თბილისში კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, მერე ავარიაში 5 ავტომობილი დაამტვრია, ბოლოს კი დააკავეს

165
loading...

თბილისში წერეთლის გამზირზე მანქანა მაშინ მოიპარეს, როდესაც მისი მფლობელი ჩასარიცხ აპარატში ფულის ჩასარიცხად გადავიდა მანქანიდან. ამ დროს უცნობი ადამიანი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიტაცა.

როგორც გაირკვა, ის გატაცებული ავტომობილით ავარიაში მოყვა და 5 მანქანა დაამტვრია. ავტოავარიაში არავინ დაშავებულა. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გამტაცებელი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება