Home სხვადასხვა ბიჭმა ოჯახისგან მალულად თირკმელი გაყიდა, რომ საყვარელ ქალზე დაქორწინებულიყო

ბიჭმა ოჯახისგან მალულად თირკმელი გაყიდა, რომ საყვარელ ქალზე დაქორწინებულიყო

3198
loading...

დღევანდელ ეპოქაში ადამიანები მეტისმეტად შეეგუვნენ ვალებს, კრედიტებს, განვადებებს და პრაქტიკულად ყველაფრისთვის იღებენ კრედიტს: სახლის საყიდლად, მანქანის, ბიტკოინების, ოპერაციის გასაკეთებლად… ქორწილის კრედიტით გადახდაც არაა ახალი და უცნაური. თუმცა ზოგიერთები უკიდურეს ნაბიჯებსაც დგამენ.

20 წლის უკრაინელმა შეყვარებულს ხელი რომ სთხოვა, ზღაპრულ ქორწილს შეპირდა. თუმცა საკუთარი ხარჯები ვერ გათვალა – მინიმუმ 3 ათასი დოლარი სჭირდებოდა. ოჯახიც ვერაფრით დაეხმარებოდა. ამიტომ მიიღო უჩვეულო გადაწყვეტილება.

ოჯახს გამოუცხადა, რომ უცხოეთში მიემგზავრებოდა მცირე ხნით, ქორწილისთვის ფულის გამოსამუშავებლად. მალე დაბრუნდა და 15 ათასი დოლარი “ჩამოიტანა”. თუმცა ახლობლებს არ გაკვირვებიათ და არც არაფერი უეჭვიათ.

მალე ბიჭი ავად გახდა. ახლობლები და ცოლი შოკში იყვნენ – 20 წლის ჯანმრთელი ბიჭი თვალსა და ხელს შუა ილეოდა. ქორწინებიდან ერთ თვეში – გარდაიცვალა.

მხოლოდ სხეულის გაკვეთის შემდეგ გაიგეს ოჯახის წევრებმა, რა იყო სიკვდილის მიზეზი – ბიჭი თირკმლის ამოცლის შემდეგ წარმოქმნილ გართულებებს ემსხვერპლა. მას სურდა, საყვარელი ქალი ბედნიერი გაეხადა და თირკმელი გაყიდა… ქორწილი სულ მალე იქცა დაკრძალვად…

ეს ერთჯერადი შემთხვევა როდია. უკრაინაში წელიწადში საშუალოდ 30 ადამიანი არალეგალურად ყიდის საკუთარ ორგანოებს. საამისოდ მიემგზავრებიან ხოლმე ეკვადორზე, ზაერბაიჯანსა და კოსოვოში. ძირითადად ყიდიან თირკმელს, ღვიძლის ნაწილი ან ძვლის ტვინი.

ოპერაციის შემდეგ საშუალოდ 3-დან 15 ათასამდე დოლარს იღებენ, არადა, ორგანოების შავი ბაზრის წლიური ბრუნვა თითქმის 20 მილიარდ დოლარამდეა.

ადამიანების უმრავლესობა, ვინც ასეთ ნაბიჯს დგამს, კვდებიან ან ინვალიდდებიან.

თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება