Home TV-შოუ შეიძლება თუ არა დაფეხმძიმება მშობიარობის შემდგომ პერიოდში?

შეიძლება თუ არა დაფეხმძიმება მშობიარობის შემდგომ პერიოდში?

153
loading...

მშობიარობის შემდგომ ფერტილობაზე მითები ყველას გვსმენია. ასევე – სანამ ძუძუს აწოვებ – არ დაფეხმძიმდები და ა.შ.

ოვულაცია ხდება იმ მომენტში, როდესაც მომწიფებული და განაყოფიერებისთვის მზა კვერცხუჯრედი გამოდის საკვერცხიდან. თუ განაყოფიერება არ მოხდება, კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ლორწოვანთან ერთად, ციკლის დროს ტოვებს ორგანიზმს. ოვულაციის გარეშე ორსულობა შეუძლებელია. გამოკვლევების თანახმად, პირველი ოვულაცია დგება მშობიარობიდან 45-დან 94 დღის პერიოდში, ანუ 6-დან 13 კვირამდე. იმისთვის, ვინც არ აწოვებს ძუძუს, ოვულაცია დგება ადრე იმათთან შედარებით, ვინც კვებავს ბავშვს ძუძუთი.

აღწერილია შემთხვევები, როდესაც ოვულაციის პირველი ციკლი ჯერ კიდევ

 

alt

როდის ჯობს მეორე შვილის გაჩენა – საუკეთესო ასაკობრივი შუალედი

ძუძუთი კვება არ არის გარანტი ფეხმძიმობისგან დაცვისა.

ლაქტაცია თრგუნავს ოვულაციის პროცესს, მაგრამ არა ყოველთვის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქალი ლაქტაციის პერიოდს კონტრაცეფციის მეთოდად იყენებს, რაც

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, არ არის საიმედო.

…ხშირი მშობიარობა სახიფათოა როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.

ორსულობებს შორის მცირე ინტერვალი ზრდის გართულებეის რისკს როგორც დედის, ასევე ბავშვის მხრივაც. ორგანიზმის აღდგენას გარკვეული დრო ესაჭიროება, რაც სასურველია გაითვალისწინოს დედამ, რომელიც მომდევნო ბავშვის გაჩენას გეგმავს. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტები დედებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ მშობიარობებს შორის შუალედი მინიმუმ 2 წელი იყოს. ხოლო თუ წინა ორსულობა და მშობიარობა გართულებებით მიმდინარეობდა, უფრო მეტი ხნის მოცდაა საჭირო მომდევნო ორსულობამდე.

ხშრად გქონდეთ კონტაქტი გინეკოლოგთან და გაიარეთ სავალდებულო გამოკვლევები.
წყარო

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება