Home სხვადასხვა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიას საცოდავი უწოდა და განაცხადა, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია...

მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიას საცოდავი უწოდა და განაცხადა, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია დააფასეს თუ არა იგი საქართველოში

37
loading...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე ნიკა გვარამიას „საცოდავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „სულ ფეხებზე ჰკიდია“ ის ფაქტი, დააფასეს თუ არა იგი საქართველოში.

 

„ამასწინათ ვუყურებდი „რუსთავი 2“-ის გადაცემას და ნიკა გვარამია იძახის, ჩემი მეგობარი, რომ ალბათ როგორი გაბრაზებულია მიშა, არ დააფასეს მისი ღვაწლი, ის ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში, წარმოიდგინეთ საკუთარ ქვეყანაშიც არ უშვებენ, საცოდავი, საცოდავი. საცოდავი მე კი არა ვარ, თქვენ ხართ ნიკა საცოდავი იმიტომ, რომ აქ საუბარი იმაზე კი არ არის სააკაშვილი დააფასეს თუ არა, უკაცრავად და სულ ფეხებზეც კი მკიდია ეს, მართლა, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. საუბარია იმაზე, რომ ეს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც პირველი იყო, დახურეს… ჩვენ ამერიკის დახმარების პროგრამით, მილენიუმის პროგრამით, გამოვართვით ამერიკელებს 140 მილიონი დოლარი და გავუხსენით ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს მიწა-წყალზე ამერიკის უნივერსიტეტების კონკურენტი ამერიკული ფულით. ცოცხალი თავით არ უნდოდათ ამის გაკეთება, რას არ იგონებდნენ, ხან ერთ წერილს გამოაგზავნიდნენ, რომ ეს რაღაც სტანდარტებს არ აკმაყოფილებსო. მერე ჩვენ გავუგზავნიდით, რომ აკმაყოფილებს, მერე ამაზე ყველას არ ექნება წვდომა, ჩვენ ვუხსნიდით, რომ ყველა ქართველი უფასოდ ისწავლის და არაფერი ელიტური ეს არ იქნება, მერე რაღა მაინცდამაინც ყველაზე ცენტრალურ ადგილზე ჩადგით ბათუმში, მერე ვუთხარით, რომ მეორე კამპუსს გავუხსნით იქვე ქალაქგარეთ, ნუ ნერვიულობთ. 140 მილიონი დოლარი ჰილარისთან ჩახუტებით, დარწმუნებით და ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე წავართვითიმაში, რაშიც ამერიკელები არასოდეს ფულს არ იხდიან და ეს იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპის, როგორც მინიმუმ, ყველაზე მაგარი უნივერსიტეტი, სადაც შეიქმნებოდა  ტექნოლოგიები. დღეს ეს არის რაღაცა კაზინოსა და ბორდელს შორის“, განაცხადა სააკაშვილმა.

თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება