Home სხვადასხვა ემიგრანტის შვილის საფლავზე-16 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო შვილო!

ემიგრანტის შვილის საფლავზე-16 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო შვილო!

740
loading...

ემიგრანტის შვილის საფლავზე.
თათიას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა.

“თაკო თათია სხილაძე”— 2 წელია ერთად აღარ ვართ, ერთად რა… მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს. გადის დრო, საათი მაღიზიანებს, რადგან ყოველი საათით, წუთით, წამით მაშორებს შენთან, შვილო! დიდი ხანია, ჩვენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას მთხოვენ… შენ, შენ რატომ არ შეგებრალეთ… ტაძარი ჩუმია. უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე.
სათქმელი ბევრია… თხოვნა იგივე… ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ…
დრო ნელია, ალბათ, არც მიდის…
ცრემლები? _ ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი…
21 იანვარს უჩვეულოდ შავი ფერი დაჰკრავს საღამოს. ალბათ, არც გიკვირს. გვენატრები, ყველას უზომოდ გვენატრები, ვტირდით მონატრებას შეტოვებულნი, დღესაც გულმხურვალედ შევთხოვთ უფალს ნათელში გამყოფოს და შეგიფაროს, მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მშობლიური მიწა, ჩვენს მიერ დანთებული სანთლები და ლოცვა-ვედრება გინათებდეს გზას…
მონატრება, რომელსაც შენი სახელი ჰქვია, გაუსაძლისია. უკვე 2 წელია, უშენოდ ვცხოვრობთ, თუ ამას ცხოვრება და სიცოცხლე ჰქვია, ჩვენო უდროოდ წასულო თაკო-თათია. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა. 16 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. უშენოდ ყველაფერი ამაოა ჩვენთვის. იმას, რასაც შენი მონატრება ჰქვია, შენი პატარა ძმიშვილები, გვივსებს და ტკივილიან გულს ოდნავ მალამოდ ედება.
საფლავის ქვაზე რა მინდა, დედა?!
რატომ ჩამიტყდა ცხოვრების ხიდი,
რა შორს გავფრინდი, ვერავის
გხედავთ,
მხოლოდ ვიცოცხლე 16 წელი.
ნუ გეშინიათ… კი არ დამკარგეთ,
აქ ვარ, მიცავენ ანგელოზები.
ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო შვილო! სასუფეველი ნუ მოგაკლდება და ჩვენგან დანთებული სანთლებით ნათელი ადგეს შენს უმანკო სულს. ჩვენ კი არასოდეს დაგვავიწყდები, ვიდრე ზეციურ სამყაროში არ შევხვდებით.
შენი გამწარებული მშობლები ემიგრანტი დედ მამა. საბერძნეთი ათენი-სალონიკი.

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება