Home სხვადასხვა 20 ათასი ლარი სარიტუალო და სადღესასწაულო ყვავილებისთვის – ოპოზიცია კალაძეს მოუწოდებს თანხა...

20 ათასი ლარი სარიტუალო და სადღესასწაულო ყვავილებისთვის – ოპოზიცია კალაძეს მოუწოდებს თანხა მოსახლეობის საჭიროებითვის დახარჯოს

27
loading...

თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან სადღესასწაულო და სარიტუალო ყვავილების შესაძენად 20 ათასი ლარი გამოყო.

თბილისის საკრებულოს დეპუტატები კახა კალაძეს მოუწოდებენ, თანხა მოსახლეობის საჭიროების მიხედვით დახარჯოს.

„დედაქალაქის მერი ბიუჯეტის ფულით ყიდულობს გვირგვინებს, ვენოკებს და ყვავილებს იმისთვის, რომ ხვალ რაიმე ღონისძიებაზე, რომ მივა მან ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინოს ეს ვენოკები. გაგახსენებთ, ეს ადამიანები არიან, რომლებმაც მესამე პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს ვაცლავ ჰაველის დასაფლავებაზე ვენოკის ყიდვისთვის. საკრებულოს სხდომა იქნება თუ სარევიზიო კომისიის სხდომა აუცილებლად დავაყენებთ საკითხს,“-განაცხადა ენმ-ს საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

წყარო newposts.ge

თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება