Home ადამიანები რა ქონებას ფლობს მომღერალი, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში და მისი ოჯახი

რა ქონებას ფლობს მომღერალი, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში და მისი ოჯახი

87
loading...

ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლის პოსტზე მომ­ღე­რა­ლ სოფო ხალ­ვა­შის შე­მო­სა­ვალ­მა 2018 წლის 27 ნო­ემ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში 4 080 ლარი შე­ად­გი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხალ­ვა­ში მე­რის მო­ად­გი­ლედ ბა­თუმ­ში სწო­რედ გა­სუ­ლი წლის 27 ნო­ემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა. გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და რა­დი­ო­ში დი­ლის წამ­ყვა­ნი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი გამ­ფორ­მებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მისი შე­მო­სა­ვა­ლი 2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 26 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში 19 368 ლარი იყო.

მიმ­დი­ნა­რე წლის 25 იან­ვარს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 84,8 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას ბა­თუმ­ში, რო­მე­ლიც გა­სულ წელს 139 450 დო­ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი „მერ­სე­დეს C კლა­სი“.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, ხალ­ვაშს სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე – 9 015 ლარი; ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით კი, 9 500 ლარი.

წყარო ambebi.ge

თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება