Home ვიდეოები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება – ერთ-ერთი დაკავებული მომღერალი გიორგი გასვიანია

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება – ერთ-ერთი დაკავებული მომღერალი გიორგი გასვიანია

183
loading...

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი გასვიანს სამსახურში მიაკითხეს და იქ მოხდა მისი დაკავება.

გიორგი გასვიანი დაკავების შემდეგ გორში გადაიყვანეს. მას ბრალს დღეს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

„ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია გიორგი გასვიანი. მისი დაკავება განხორციელდა გუშინ, მისი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავების შემდგომ ის გადაყვანილია გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში,“ – განაცხადა ადვოკატმა.

წყარო rustavi2.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება