Home სხვადასხვა ვინ არის რუსი ჰაკერი, რომლის ექსტრადიციას რუსეთი საქართველოსგან ითხოვს – “სუმბაევს გამომძიებლები...

ვინ არის რუსი ჰაკერი, რომლის ექსტრადიციას რუსეთი საქართველოსგან ითხოვს – “სუმბაევს გამომძიებლები “ტვინს” ეძახიან”

25
loading...

რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­გან 28 წლის ჰა­კე­რის ია­როს­ლავ სუმ­ბა­ე­ვის გა­და­ცე­მას ითხოვს. ე.წ. “ბი­ლე­თე­ბის საქ­მის” ავ­ტო­რი თბი­ლის­ში გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს და ამ­ჟა­მად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის სას­ჯელს.

რუს ჰა­კერს თა­ვის სამ­შობ­ლო­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნას და ყალ­ბი პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას, ასე­ვე პო­ლი­ცი­ე­ლის ევ­გე­ნია შიშ­კი­ნას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი შიშ­კი­ნა სწო­რედ სუმ­ბა­ე­ვის ჰა­კე­რულ საქ­მე­ებს იძი­ებ­და და ის 2018 წლის 10 ოქ­ტომ­ბრის დი­ლას, მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად, კრას­ნო­გორსკის რა­ი­ონ­ში მოკ­ლეს. გა­მომ­ძი­ებ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მკვლე­ლო­ბამ­დე მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე მუ­ქა­რის შემ­ცველ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს იღებ­და, რომ “შე­ე­წყვი­ტა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბო­და”.

წყარო ambebi.ge

თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება