Home სხვადასხვა ,,ჩემი შვილი მამის მეგობარ ქალს დედას ეძახის”

,,ჩემი შვილი მამის მეგობარ ქალს დედას ეძახის”

139
loading...
36 წლის ეკა ფსიქოლოგს კითხვით მიმართავს და თავის ისტორიას უყვება:
,,ჩემმა გოგონამ დედა დაუძახა თავისი მამის ახლანდელ მეგობარ ქალს. მე კი შოკში ვარ! მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს გავშორდით. ის სხვა ქალთან ცხოვრობს. მე და ჩემი გოგონა ცალკე ვცხოვრობთ.
ჩემი გოგონა 3 წლის ხდება. ხშირად არის მამასთან სტუმრად. ცოტა ხნის წინ კი შინ დაბრუნებულმა მამამისის მეგობარი ქალი დედად მოიხსენია. ამან გამაოგნა, დიდხანს ვიყავი შოკირებული! როგორ ავუხსნა ბავშვს, რომ დედა ერთია? რატომ დაუშვა ჩემმა ყოფილმა ქმარმა ასეთი რამ?
ფსიქოლოგის პაასუხი:
– თქვენი გოგონა ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. ის ბევრ რამეს უშუალოდ აღიქვამს. ის ქალი მის მამასთან ერთად ცხოვრობს, ამიტომ დაუძახა მან იმ ქალს ,,დედა”. ამ სიტყვაში გოგონამ ჩადო მხოლოდ მათი ერთად ცხოვრების ფაქტი და არა მშობლიური განცდა, მშობლის ფუნქციები, თავისი თბილი გრძნობა და ურთიერთობა.
უმჯობესია, მშვიდად აუხსნათ პატარას, რომ დედა ერთია ამქვეყნად, შეთანხმდით მასთან, რომ იმ ქალს მხოლოდ სახელს დაუძახებს.
წყარო  sarkenews.ge
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება