Home ვიდეოები “ბიძა ფსიქიატრიულში არ დაიტოვეს, ნარკოლოგიურში კი 3000 ლარი მოსთხოვეს” – რას ჰყვება...

“ბიძა ფსიქიატრიულში არ დაიტოვეს, ნარკოლოგიურში კი 3000 ლარი მოსთხოვეს” – რას ჰყვება რუსთავში მოკლული 13 წლის ბავშვის ნათლია

490
loading...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც 13 წლის ძმის შვი­ლი და­ნით მოკ­ლა, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ასე­ვე, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლიც არის.

თუმ­ცა ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ვა­ლე­რი ირე­მა­ძე ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ არის, არა­მედ მას ბოლო პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მა­თი­ვე თქმით, 13 წლის ძმის შვი­ლი ირე­მა­ძის ოჯახ­ში ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და იზ­რდე­ბო­და და მას ბავ­შვი უზო­მოდ უყ­ვარ­და.

“ბავ­შვი ჩემი ნათ­ლუ­ლი იყო. უზო­მოდ უყ­ვარ­და ბი­ძას. ბავ­შვის მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. დედა ცალ­კე ცხოვ­რობს. მამა პო­ლო­ნეთ­შია სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში წა­იყ­ვა­ნეს გუ­შინ. იქ ად­გი­ლი არ ჰქონ­დათ და არ და­ი­ტო­ვეს, ამი­ტომ იმა­ვე კლი­ნი­კის ნარ­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბის­თვის 3000 ლარი მოს­თხო­ვეს. ამ­ხე­ლა თან­ხა არ ჰქონ­დათ და უკან წა­მო­იყ­ვა­ნეს. ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ იყო. რო­გორც ირ­კვე­ვა რა­ღაც ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და. იმე­დია ერი უფრო მეტ სიყ­ვა­რულს ის­წავ­ლის ერ­თმა­ნე­თის. ბოლო დროს ბევ­რი აგ­რე­სი­აა დაგ­რო­ვი­ლი”, – გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ნათ­ლი­ამ ამი­რან ჯან­ჯღა­ვამ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უ­ბარ­ში.

მოკ­ლუ­ლი გო­გი­ტა ირე­მა­ძე რუს­თა­ვის N15-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-7 კლა­სის მოს­წავ­ლე იყო.

მკვლე­ლო­ბის დროს ოჯახ­ში მო­ზარ­დის ბა­ბუ­აც იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც მე­ზობ­ლე­ბის თქმით, სას­ტი­კად იყო ნა­ცე­მი. მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 12 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. რო­გორც ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი ჰყვე­ბა: “ხმა­უ­რი იყო, ბიძა ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იქი­დან ყვი­რო­და, ბავ­შვი “დავ­ბრი­დეო”. ცო­ცხალ-მკვდა­რი ბავ­შვი სას­წრა­ფოს მან­ქა­ნით წა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა”.

რუს­თავ­ში მკვლე­ლო­ბა დღეს დი­ლით მოხ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 108-ე მუხ­ლით აღიძ­რა. და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

წყარო ambebi.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება