Home სხვადასხვა “გოგონებს უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებიან და სექსმონებად ჰყიდიან…” – არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 3...

“გოგონებს უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებიან და სექსმონებად ჰყიდიან…” – არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 3 მილიონი სექსმუშაკია

291
loading...

BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო წლებ­ში რუ­სეთ­ში სექსმომ­სა­ხუ­რე­ბის ინ­დუსტრია შე­იც­ვა­ლა – ახლა ტი­პი­უ­რი სექსმუ­შა­კი შე­საძ­ლოა იყოს 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალი, რომ­ლის უკა­ნაც შვი­ლე­ბი, იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი სახ­ლი და სხვა სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბია. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, არ­სე­ბობს კი­დევ ერთი კა­ტე­გო­რია – ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც მა­მა­კა­ცე­ბი ატყუ­ე­ბენ და სექსმო­ნე­ბად იყე­ნე­ბენ…

მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად მო­ძა­ლა­დე­ებ­თან შეკ­რუ­ლია რუ­სუ­ლი პო­ლი­ცია და მათ­თვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნას აზრი არ აქვს.

BBC-სთან სა­უ­ბარ­ში, სექს-მუ­შაკ­თა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია “ვერ­ცხლის ვარ­დის” ხელ­მძღვა­ნე­ლი ირი­ნა მას­ლო­ვა ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­ში სექსმუ­შა­კად არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 3 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. თუმ­ცა, ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა, რო­მელ ქა­ლაქ­სა და რე­გი­ონ­ში რა ვი­თა­რე­ბაა – არ არ­სე­ბობს. მი­სი­ვე თქმით, მათ შო­რის არი­ან 12 წლის და ზე­მოთ ასა­კის გო­გო­ნე­ბიც. ბოლო წლებ­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბით, გო­გო­ნე­ბის რო­გორც რუ­სეთ­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­ში სექსმო­ნე­ბად გა­ყიდ­ვამ, მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო.

ირი­ნა მას­ლო­ვა, Эхо Москвы

რუ­სე­თის შს სა­მი­ნის­ტრო სექსმუ­შა­კე­ბის გა­ცი­ლე­ბით “მოკ­რძა­ლე­ბულ” რა­ო­დე­ნო­ბას ასა­ხე­ლებს – უწყე­ბის ცნო­ბით, 2013 წელს რუ­სეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ით და­კა­ვე­ბუ­ლი იყო 1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი.

კი­დევ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის “ნა­ბი­ჯე­ბის” დამ­ფუძ­ნებ­ლის კი­რილ ბარ­სკის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ე.წ. ია­ტაკ­ქვე­შა პროს­ტი­ტუ­ცია, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი ქა­ლე­ბის 99% სამ­სა­ხურ­და­კარ­გუ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი ამ გზით ოჯა­ხებს არ­ჩე­ნენ და მათ შო­რის, ქმრი­ა­ნი ქა­ლე­ბიც არი­ან…

ეკა­ტე­რინ­ბურ­გში არ­სე­ბუ­ლი ფონ­დის “ახა­ლი სი­ცო­ცხლის” დამ­ფუძ­ნებ­ლის ვერა კო­ვა­ლენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ნარ­კო­ტი­კის “დო­ზის­თვის” სექსმუ­შა­კე­ბი­დან პროს­ტი­ტუ­ცი­ით 5% თუ იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ამ გზით შვი­ლებს არ­ჩენს და ბან­კის ვა­ლებს ის­ტუმ­რებს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მათ “აპარ­ტა­მენ­ტის გო­გო­ნებს” უწო­დე­ბენ და მათი სა­შუ­ა­ლო ასა­კი 30-34 წე­ლია.

იუ­რისტ ალი­ო­ნა მე­ხა­ნო­ში­ნას თქმით, ის წლე­ბია ამ ქა­ლებ­თან მუ­შა­ობს, რად­გან მათ პო­ლი­ცი­აც დევ­ნის და ამ­ბობს, რომ უმე­ტე­სო­ბას გა­ნათ­ლე­ბა და სამ­სა­ხუ­რი აქვთ, თუმ­ცა, ამით შვი­ლებს ვერ არ­ჩე­ნენ.

ფოტო-ილუსტრა­ცია BBC

“ჩემს ბოლო კლი­ენტს ქმა­რი და ორი შვი­ლი ჰყავს, ბინა იპო­თე­კით აქვთ დატ­ვირ­თუ­ლი და ქმა­რი საქ­მის კურ­სშია… მან მი­თხრა, რომ კრე­დი­ტის ფულს აგ­რო­ვებს, რად­გან საკ­რე­დი­ტო კომ­პა­ნი­ის­გან აქვს სეს­ხი აღე­ბუ­ლი, ბი­ნის და­კარ­გვა ემუქ­რე­ბათ… ქმა­რი მუ­შა­ობს, თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი არ არის, რად­გან სან­ქცი­ე­ბის გამო ხელ­ფა­სი შე­უმ­ცი­რეს. სხვა­თა შო­რის, ეს პრობ­ლე­მე­ბი ბევ­რს შე­ე­ხო, მათ სახ­ლი კრე­დი­ტით ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი, ახლა კი ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის, ან სუ­ლაც სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის გამო, ბან­კის ვა­ლე­ბის გა­დახ­და ვერ შეძ­ლეს და “იოლი” გა­მო­სა­ვა­ლი იპოვ­ნეს… ქმა­რი ან ეგუ­ე­ბა, ან შორ­დე­ბა. არის მე­სა­მე ვა­რი­ან­ტიც – ლოთ­დე­ბა და ბი­ნას მა­ინც კარ­გა­ვენ.

არი­ან ისე­თი ქა­ლე­ბიც, ვინც ნარ­კო­ტიკს მო­იხ­მარს და ალ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია… ისი­ნი ოჯა­ხის წევ­რებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ და სამ­სა­ხუ­რებ­რივ მივ­ლი­ნე­ბებ­ში უწევთ სი­ა­რუ­ლი… თუმ­ცა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტერ­ნე­ტით ახალ “ნაც­ნო­ბებს” ეძე­ბენ…” – ამ­ბობს მე­ხა­ნო­ში­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა არ­სე­ბობს ამ პრო­ფე­სი­ის ქა­ლე­ბის უგზო-უკვლოდ გაქ­რო­ბის და თით­ქმის ყვე­ლა საქ­მე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია.

“გო­გო­ნე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ჰყვე­ბი­ან, რომ მათ და მათ მე­გობ­რებს კომ­პა­ნია და კერ­ძო პირი უცხო­ეთ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბას ჰპირ­დე­ბო­და, კა­ზი­ნო­ში, სას­ტუმ­რო­ებ­სა და ღა­მის კლუ­ბებ­ში. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი, ვი­საც შვი­ლი არ ჰყავს, ან ჰყავს, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი დე­დას და ახ­ლობ­ლებს და­უ­ტო­ვა, წა­ვი­და, მაგ­რამ დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბი­ან… ასე­თე­ბი ათა­სო­ბი­თაა,” – ამ­ბობს ის.

ორ­გა­ნი­ზა­ცია “ნა­ბი­ჯებ­ში” ამ­ბო­ბენ, რომ არა­ერ­თხელ აც­ნო­ბეს რუ­სე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს იმის შე­სა­ხებ, რომ პოდ­მოს­კო­ვი­ეს­თან, რე­გუ­ლა­რუ­ლად ხე­და­ვენ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნი­დან გად­მოყ­ვა­ნილ გო­გო­ნებს სვა­მენ. “რო­დე­საც პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რით, გვი­თხრეს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი არ უნდა გა­და­მეკ­ვე­თა,” – ამ­ბო­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ევ­გე­ნია ვო­რო­ნი­ნას შე­ფა­სე­ბით, სექსმუ­შა­კე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომ­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა და ეს მხო­ლოდ მათ არ ეხე­ბათ, რად­გან უამ­რა­ვი გა­დამ­დე­ბი ვირუ­სი­სა და ინ­ფექ­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან.

“ეს გო­გო­ნე­ბი არა­თუ სხვის ჯან­მრთე­ლო­ბას, თა­ვი­ანთსაც კი არ უფრთხილ­დე­ბი­ან. მათ უმე­ტე­სო­ბას აივ ვირუ­სი, ცე ჰე­პა­ტი­ტი და სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ. სა­ხელ­მწი­ფო კი გვერდს უვ­ლის მათ, თით­ქოს მათი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან, არა­ვი­თა­რი სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მე­ბი არ არ­სე­ბობს, რი­თაც ისი­ნი სარ­გებ­ლო­ბას შეძ­ლე­ბენ, არა­და, საფრ­თხეს უქ­მნი­ან გარ­შე­მო ყვე­ლას და თუ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­ცი­დი­ნო სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი რის­კის ქვეშ დგას”, – ამ­ბობს BBC-სთან სა­უ­ბარ­ში ევ­გე­ნია ვო­რო­ნი­ნა.

წყარო ambebi.ge

თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება