Home სხვადასხვა “ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ეს გრძნობა და ძალიან მაგარია!” – ემოციები “საქართველოს ვარსკვლავის”...

“ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ეს გრძნობა და ძალიან მაგარია!” – ემოციები “საქართველოს ვარსკვლავის” მესამე ლაივიდან

67
loading...

“სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის” მე­სა­მე ლაივ-კონ­ცერ­ტი წარ­მა­ტე­ბით შედ­გა. კონ­კურ­სან­ტებ­მა ქარ­თუ­ლი ჰი­ტე­ბი შე­ას­რუ­ლეს – ჟი­უ­რის და მა­ყუ­რებ­ლის შე­ფა­სე­ბებს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­ვა­ლე­ბას თავი ად­ვი­ლად გა­არ­თვეს.

ლა­ი­ვის ლი­დე­რი ლიზა კა­ლან­და­ძე გახ­და. აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვდნენ კი ნინი ცნო­ბი­ლა­ძე და იკა­კო ალექ­სი­ძე. სა­ბო­ლო­ოდ პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა იკა­კოს მო­უხ­და.

იკა­კო ალექ­სი­ძეს AMBEBI.GE შოუს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ე­სა­უბ­რა:

– კონ­კურ­სის წე­სე­ბია ასე­თი, ვე­ლო­დი ამას, რაც მოხ­და, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ ჩემი მე­გობ­რე­ბი მა­ინც აგ­რძე­ლე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ზოგს მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი, ზოგ­თან აქ მე­ტად და­ვახ­ლოვ­დი – თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი შე­მიყ­ვარ­და და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ყო­ველ­თვის გა­ვაგ­რძე­ლებ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და რაც მთა­ვა­რია, და­ვეს­წრე­ბი ყო­ველ ლა­ივს.

– არა­და, ჟი­უ­რიმ კარ­გად შე­გა­ფა­სა, კარ­გი შეს­რუ­ლე­ბა გქონ­და…

– ასე თუ ბევ­რი ფიქ­რობს, ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა…

ნა­თია თო­დუა, ჟი­უ­რის წევ­რი:

– მინ­და, გულ­შე­მატ­კი­ვა­რებს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც ერთხელ მა­ინც ლი­ზას­თან და­რე­კა. მის­მა გა­მოს­ვლამ კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სან­ტია, რომ შე­უძ­ლია ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“. რაც შე­ხე­ბა იკა­კოს, გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ სპე­ცი­ფი­კუ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­უ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა, მაგ­რამ ჯერ მხო­ლოდ 17 წლის არის და ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს.

ნი­ნის ცნო­ბი­ლა­ძის გა­მოს­ვლაც ძა­ლი­ან და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო. არ იყო მარ­ტი­ვი სიმ­ღე­რა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, კარ­გად გა­არ­თვა თავი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ის ერთ-ერთი აუტ­სა­ი­დე­რი აღ­მოჩ­ნდა, არ ვიცი, რამ გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ, იმე­დი მაქვს, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში „ევ­რო­ვი­ზი­ის“ ფანკლუბს წარ­მო­ად­გენს, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, მხარს და­უ­ჭე­რენ. იმე­დი მაქვს, რომ შემ­დეგ ლაივ-კონ­ცერ­ტზე ნი­ნის აუტ­სა­ი­უ­დე­რებ­ში აღარ ვი­ხი­ლავთ.

ზო­გა­დად კი, რაც შე­ე­ხე­ბა ხა­რისხს, ყო­ველ ლა­ივ­ზე იმა­ტებს და იმა­ტებს. მად­ლო­ბა მუ­სი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სან­ტებს ამ ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

ლიზა კა­ლან­და­ძე, მე­სა­მე ლა­ი­ვის ლი­დე­რი:

– პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი იმას, რომ დაბ­ნე­უ­ლი ვარ და ამ წუ­თას თავს ცუ­დად ვგრძნობ იმი­ტომ, რომ ამ პრო­ექ­ტში იკა­კო ჩემი ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი იყო, ის მარ­ტო კარ­გი მუ­სი­კო­სი არ არის, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რია, რო­გორც ადა­მი­ა­ნი – ძა­ლი­ან მიყ­ვარს…

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გა­მოს­ვლას და იმას, რომ ლა­ი­ვის ლი­დე­რი ვარ, ვერ ვი­ჯე­რებ. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად გა­მოვ­ცა­დე ეს გრძნო­ბა და ძა­ლი­ან მა­გა­რია! მა­ყუ­რე­ბელს მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩემი სჯე­რათ და მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. შე­ვას­რუ­ლე სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძის ძვე­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ბავ­შვო­ბი­დან ვუს­მენ­დი. მგო­ნია, რომ კარ­გი გა­მო­ვი­და, რად­გან პრო­ცე­სით ვი­სი­ა­მოვ­ნე, ალ­ბათ მა­ყუ­რე­ბელ­მაც. ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცი­აა, არ ვიცი, ვინ უნდა გა­ვარ­დეს მო­მა­ვალ ლა­ივ­ზე. ამი­ტომ მო­ლო­დი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

წყარო ambebi.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება