Home სხვადასხვა “ქურდული შეკრება” თბილისში ბიზნეს დავის გადასაწყვეტად – შსს-მ 5 პირი დააკავა

“ქურდული შეკრება” თბილისში ბიზნეს დავის გადასაწყვეტად – შსს-მ 5 პირი დააკავა

62
loading...

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში ე.წ. „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე 5 პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ კახა სა­ბა­ნა­ძემ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 6-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის“ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ბრალ­დე­ბით, 5 პირი და­ა­კა­ვეს. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი 6-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.რ, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ლ.ს., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.მ., 1948 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ქ. და 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 27 იან­ვარს ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე მ.კ.-სა და ბიზ­ნეს­მენ ჯ.მ.-ს შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, „ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბა“ გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.

ამა­ვე შეკ­რე­ბა­ში, ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ერ­თო 2016 წლი­დან ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი, ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძე (წარ­სულ­ში სულ­ხან თვა­ლჭ­რე­ლი­ძე), რო­მელ­მაც თა­ვი­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მხა­რე­ებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით გა­და­წყვი­ტა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა გან­ხორ­ცი­ელ­და.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პო­ლი­ცი­ამ 5-ვე პირი მიმ­დი­ნა­რე წლის 11 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა. ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნილ ქარ­თველ ე.წ. “კა­ნო­ნი­ერ ქურდ” სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძეს კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო სხვა­დას­ხვა ტი­პის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, რომ­ლებ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“, „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის“ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 223-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 223-ე სე­კუნ­და მუხ­ლით და 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“-გა­ნა­ცხა­და კახა სა­ბა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წი­ნა­აღ­მდეგ შე­უ­რი­გე­ბელ ბრძო­ლას და უწყე­ბის მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო­სა“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის აღ­მო­ფხვრა.

წყარო ambebi.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება