Home სასაცილო “200 ათასამდე აქტიურად დამრღვევი მძღოლი წლის განმავლობაში 10 ათასობით ლარს იხდის”

“200 ათასამდე აქტიურად დამრღვევი მძღოლი წლის განმავლობაში 10 ათასობით ლარს იხდის”

107
loading...

„200 ათა­სამ­დე აქ­ტი­უ­რად დამ­რღვე­ვი მძღო­ლი გვყავს, მეტი თუ არა, რომ­ლე­ბიც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 ათა­სო­ბით ლარს იხ­დი­ან“. ამის შე­სა­ხებ „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის” გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა რა­დიო „პა­ლიტ­რას“ გა­და­ცე­მა­ში „საქ­მე“, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

სა­უ­ბა­რია შს სა­მი­ნის­ტროს მიერ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლი­თაც ვი­დე­ო­კა­მე­რით და­ფიქ­სი­რე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე ავ­ტომფლო­ბელს მა­ღა­ლი ფუ­ლა­დი სან­ქცია და­ე­კის­რე­ბა ან ქულა და­აკ­ლდე­ბა. ამას­თან, ცვლი­ლე­ბე­ბი გუ­ლის­ხმობს სიმ­თვრა­ლე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას.

„საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მთელ რიგ მუხ­ლებ­ზე და დას­ჯა­დი ქმე­დე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა ხდე­ბა. მათ შო­რის, ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის­თვის, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მარ­თვის­თვის, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის­თვის, საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის მიერ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­ტო­ვე­ბის­თვის, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ე­ლის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თვის და სხვა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის­თვის. პრო­ექ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბის ახა­ლი წესი

წყარო  ambebi.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება