Home ვიდეოები “მოჩვენებებს დასდევდა” – რას ჰყვება ბავშვობის მეგობარი 29 წლის მამაკაცზე, რომელმაც ძმისშვილი...

“მოჩვენებებს დასდევდა” – რას ჰყვება ბავშვობის მეგობარი 29 წლის მამაკაცზე, რომელმაც ძმისშვილი მოკლა

388
loading...

ძმის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ვა­ლე­რი ირე­მა­ძის მე­გობ­რე­ბი და­ვით ქე­ბუ­ლა­ძე და ლაშა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი აცხა­დე­ბენ, რომ თბი­ლის­ში, ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში იტყუ­ე­ბი­ან, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ ირე­მა­ძეს მათ­თვის არ მი­უ­მარ­თავს. და­ვით ქე­ბუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში იქ­ნე­ბა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი, ამო­ი­ღონ ჩა­ნა­წე­რი და ნა­ხა­ვენ, რომ იქ მარ­თლაც იყ­ვნენ მი­სუ­ლე­ბი, თუმ­ცა უკან გა­მო­უშ­ვეს და პა­ცი­ენ­ტი არ მი­ი­ღეს.

„თბი­ლის­ში, ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში გვი­თხრეს, რომ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მიგ­ვეყ­ვა­ნა, იქვე – გვერ­დით შე­ნო­ბა­ში. მი­ვე­დით დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვეთ, ავუხ­სე­ნით პა­ცი­ენტს რა სჭირ­და, რა ეჩ­ვე­ნე­ბო­და. ჩვენ ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ არ მი­ი­ღეს, უბ­რა­ლოდ, გა­მოგ­ვიშ­ვეს და გვი­თხრეს, რომ ად­გი­ლე­ბი არ იყო. უკან გა­მოგ­ვა­ტა­ნეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ფსი­ქი­კუ­რად შეშ­ლი­ლი იყო და რო­მელ­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ არა­ფე­რი მსგავ­სი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მას მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა “რუს­თავ­ში“ გა­უ­კე­თეს და გვი­თხრეს, რომ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა. ის რო­გორც სახ­ლში იქ­ცე­ო­და, რო­გორც გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, თით­ქოს ხმე­ბი ეს­მო­და, ვი­ღა­ცე­ებს დას­დევ­და, თბი­ლის­ში უკვე მსგავ­სი არა­ფე­რი გა­მო­უ­ხა­ტავს, რად­გან უკვე და­მამ­შვი­დებ­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რეს, რომ ადა­მი­ანს არა­ფე­რი არ სჭირ­და. სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნეთ, გა­უ­ა­რა იმ და­მაშ­ვი­დებ­ლე­ბის რე­აქ­ცი­ამ და ასე­თი ამ­ბა­ვი მოხ­და“ , – გა­ნა­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში და­ვით ქე­ბუ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თან­ხის წი­ნას­წარ გა­დახ­და ნარ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში მოს­თხო­ვეს.

„თან­ხა ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში მოგვ­თხო­ვეს. მო­რი­გე ექი­მი იჯდა მიმ­ღებ­ში, რო­მელ­მაც და­რე­კა, ჩა­მო­ვი­და სხვა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ წი­ნას­წა­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი უნდა გაგ­ვევ­ლო, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნის ნარ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბა. ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი იყო რა­ღა­ცის შევ­სე­ბა და 3 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და, პლუს იქ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო 14 დღე, ასე­ვე ესა­ჭი­რო­ე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად დარ­ჩე­ბო­და. ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში რომ ამ­ბო­ბენ, არ ყო­ფი­ლან მო­სუ­ლე­ბიო, რას ჰქვია არ ვყო­ფილ­ვართ მი­სუ­ლე­ბი, ის ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია, მისი შვი­ლის ნათ­ლია ვარ, ჩვენ გვყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი. რა კა­მე­რე­ბი არა აქვთ კლი­ნი­კა­ში?! კა­მე­რე­ბი შე­ა­მოწ­მონ და ნა­ხა­ვენ, რომ ჩვენ მიყ­ვა­ნი­ლი გვყავ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ ეს არ მომ­ხდა­რი­ყო“, – გა­ნა­ცხა­და ირე­მა­ძის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა და­ვით ქე­ბუ­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ რუს­თავ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მე-8 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში ბი­ძამ 13 წლის ბავ­შვი მოკ­ლა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წყარო ambebi.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება