Home სხვადასხვა რა ხდება თბილისის სადგურებში, საიდანაც ყოველდღიურად საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დადის

რა ხდება თბილისის სადგურებში, საიდანაც ყოველდღიურად საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დადის

311
loading...

თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის სად­გუ­რებს ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აკი­თხავს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის სურ­ვი­ლით. თუ იქ ერთხელ მა­ინც ყო­ფილ­ხართ, არ­სე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად არ და­გა­ვი­წყდე­ბო­დათ.

ერთ-ერ­თმა მკი­თხველ­მა თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­სად­გურ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი მოგ­ვა­წო­და, რო­მელ­ზეც კარ­გად არის ასა­ხუ­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რად რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უწევთ მძღო­ლებ­სა თუ მგზავ­რებს დე­და­ქა­ლა­ქი­დან გამ­გზავ­რე­ბა. ან­ტი­სა­ნი­ტა­რია სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში, რო­მელ­თა გვერ­დით კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბიც იყი­დე­ბა; “მარ­შუტ­კე­ბის” ქა­ო­ტუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბის გამო შე­ფერ­ხე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, ხმა­უ­რი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­ლა­რო­ე­ბი, სა­დაც მგზავ­რე­ბი ხში­რად ბი­ლეთს არც ყი­დუ­ლო­ბენ და თან­ხას პირ­და­პირ მძღო­ლებს უხ­დი­ან და ა.შ.

წე­სით და რი­გით, იმ კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, მალე გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ავ­ტო­სად­გუ­რე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტიც შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ 2018 წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე წა­რად­გი­ნა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტში ვკი­თხუ­ლობთ: “უწეს­რი­გო­ბას ვა­წყდე­ბით სად­გუ­რე­ბის გვერ­დის ავ­ლით მგზავ­რთა კო­მერ­ცი­უ­ლი გა­დაყ­ვა­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნამ მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი­დან, ნაც­ვლად ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი­სა, რის გა­მოც მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბის ქა­ო­სუ­რი მოძ­რა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, იქ­მნე­ბა სა­ცო­ბე­ბი, საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში გა­და­ზიდ­ვე­ბის პრო­ცე­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა­ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი (სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე მო­მუ­შა­ვე) გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბის მიერ მოძ­რა­ო­ბის გან­რი­გე­ბის გა­რე­შე, მოძ­რა­ო­ბის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და მძღოლ­თა შრო­მი­სა და დას­ვე­ნე­ბის ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც იძე­ნენ ია­ფ­ფა­სი­ან ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა არც ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბით და არც ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნებს და იწყე­ბენ მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას” – აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

წყარო  ambebi.ge

loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება