Home ვიდეოები “ორსული ცოლი საავადმყოფოში იყო, როცა მის გარდაცვლილ ქმარს დაადგა თავზე” – რას...

“ორსული ცოლი საავადმყოფოში იყო, როცა მის გარდაცვლილ ქმარს დაადგა თავზე” – რას ჰყვებიან თვითმხილველები ოზურგეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

148
loading...

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

მომხდარს 25 წლის მამუკა ნაცვალაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფები მსუბუქად არიან დაშავებულები.

გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე დარჩა:

“პირველ შვილს ელოდებოდნენ. ახალდაქორწინებულები იყვნენ. ცოლი აქ იყო, საავადმყოფოში, გინეკოლოგთან ვიზიტზე. ამ დროს სასწრაფომ ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გვამურ მდგომარეობაში მოიყვანა. საუბარს მოჰკრა ყური, როგორც ჩანს, მოტოციკლის მძღოლია დაღუპული, 25 წლის ბიჭიო და… თავზე მის ქმარს დაადგა” – გვიყვებიან თვითმხილველები.

wyaro  palitravideo.ge

loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება