Home ვიდეოები რას უპირებს მთავრობა სვანურ კოშკებს – გეგმები ცნობილია

რას უპირებს მთავრობა სვანურ კოშკებს – გეგმები ცნობილია

119
loading...

მთავრობა სვანური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს.
დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი მილიონ 500 ათასი ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაბა მესტიის ლაღამის უბანში იგეგმება მათ შორის – 1 ეკლესიის, 11 სვანური კოშკისა და 36 ფონური საცხოვრებელი სახლის; ხოლო უშგულის თემში – 20 სვანური კოშკის რეაბილიტაცია.

wyaro palitravideo.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება