Home სხვადასხვა ,,მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე” – ავარიაში გარდაცვლილის მეუღლის ემოციური...

,,მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე” – ავარიაში გარდაცვლილის მეუღლის ემოციური პოსტი

334
loading...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ოზურ­გეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 25 წლის მა­მუ­კა ნაც­ვა­ლა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს მო­ტო­ციკ­ლი­ და ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯახ­ნენ, ნაც­ვა­ლა­ძე მო­ტო­ციკლს მარ­თავ­და. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად იგი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ის და მისი მე­უღ­ლე პირ­ველ შვილს ელო­დე­ბოდ­ნენ.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე ქეთევან ნარიმანაშვილი ,,ფე­ის­ბუქ­ზე” ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

,,რამ­დე­ნიც არ უნდა ვე­ცა­დო, ალ­ბათ მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვი­პო­ვი სა­ჭი­რო სი­ტყვებს და ალ­ბათ ამ ფორ­მით ამ თე­მა­საც აღარ შე­ვე­ხე­ბი…

გა­უ­აზ­რებ­ლად, გა­ყი­ნუ­ლი და არ­ ვი­ცი სა­ი­დან მო­სუ­ლი ძა­ლით ვწერ ბიჭ­ზე, რომ­ლის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბო­ბის­თვი­საც სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა ძა­ლას ყო­ველ­დღე მად­ლო­ბას ვუხ­დი­დი და ვფიქ­რობ­დი (ახ­ლაც ვფიქ­რობ), რომ მე მისი ღირ­სი არ ვი­ყა­ვი და არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი… ვწერ ბიჭ­ზე, რო­მელ­მაც და­მა­ვი­წყა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი ცუდი და რამ­დე­ნი­მე თვე­ში მომ­ცა იმა­ზე მეტი, რა­საც ყვე­ლა­ზე თა­მა­მად ბედ­ნი­ე­რ ოც­ნე­ბა­შიც კი ვერ დავ­სა­ხავ­დი…

ვწერ ბიჭ­ზე, რომ­ლის­თვი­საც სი­ცო­ცხლის დათ­მო­ბაც უყოყ­მა­ნოდ შე­მეძ­ლო და რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს, ახ­ლაც სი­ხა­რუ­ლით გა­ვა­კე­თებ­დი იმა­ვეს… ვწერ ბიჭ­ზე, რო­მე­ლიც ქა­რიშ­ხა­ლი­ვით შე­მო­ვარ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, და­მა­ყა­რა თავ­ზე ყვე­ლა სი­ხა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბა ერ­თად აღე­ბუ­ლი და ასე­ვე ქა­რიშ­ხა­ლი­ვით წა­ვი­და და თან წა­ი­ღო სულ ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი ერთი „პა­ტა­რა“ ბედ­ნი­ე­რე­ბის გარ­და. რის­თვი­საც ვაგ­რძე­ლებ სი­ცო­ცხლეს და რის­თვი­საც ვეც­დე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი შევ­ძლო…
იმის­თვის არ ვწერ, რომ კი­დევ ერთხელ თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ვიწ­ვიო, ისე­დაც ვიცი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. არც იმის­თვის, რომ გა­გაც­ნოთ ბიჭი, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი გა­მო­ჩე­ნით თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა და ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მაგ­რძნო­ბი­ნა თავი… ჰო, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ და სრულ­ყო­ფილ ადა­მი­ა­ნად…

უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრათ ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის, სით­ბო­სა და გვერ­დში დგო­მის­თვის… მა­პა­ტიე, ეს შენ­თვის სა­ძულ­ვე­ლი დიდი და სა­ჯა­რო პოს­ტი და ყვე­ლა­ზე დიდი მად­ლო­ბა შენ უნდა გი­თხრა, ჩემო… მად­ლო­ბა, წარ­მო­უდ­გენ­ლად ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბის­თვის, მად­ლო­ბა შენი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბო­ბის­თვის და მად­ლო­ბა იმის­თვის, რომ სიკ­ვდი­ლის უმ­ცი­რე­სი ში­შიც გა­მიქ­რე და გპირ­დე­ბი, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ შეხ­ვედ­რას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მშვი­დად და­ვე­ლო­დე­ბი…”, – წერს ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი.

wyaro sarkenews.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება