Home სხვადასხვა “როცა მრევლის ნაწილს ვუთხარი, მოძღვარი სექსუალურად მავიწროვებსთქო, კინაღამ მომკლეს ისე მცემეს. დრო...

“როცა მრევლის ნაწილს ვუთხარი, მოძღვარი სექსუალურად მავიწროვებსთქო, კინაღამ მომკლეს ისე მცემეს. დრო რომ გავიდა, ამ მოძღვარმა ზუსტად იმ ქალის გოგონა შეაცდინა, ვინც პირველად მომკიდა თმებში ხელი” – საზარელი ისტორია რომელიც დაგაფიქრებთ

357
loading...

ამ პოსტით არ ვაყენებ არც ერთ პატიოსან და კეთილშობილ მოძღვარს შეურაცხყოფას. უბრალოდ აქ ვამხელ, ისეთ მანკიერებას, რომელიც იმალება ანაფორის ქვეშ…

18 წლის ვიყავი, როცა ეს ამბავი შემეთხვა. 10 წლიდან კი სისტემატიურად დავდიოდი ეკლესიაში და მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა წირვას დავსწრებოდი. ჩვენი მოძღვარი უეცრად გარდაიცვალა და მის ადგილას სხვა მოიყვანეს. ახალმა მღვდელმა ძალიან სწრაფად მოიპოვა მრევლის გულებში ადგილი და ნდობაც. რამოდენიმე წელიწადში კი ის ცხონებული მღვდელი კაცის შვილსაც აღარ ახსოვდათ.

16-17 წლის ვიყავი, როცა პირველად ვიგრძენი ეკლესიაში თავი ცუდათ. წირვის დროს მღვდელი დაჟინებით მიყურებდა ფეხებზე. არადა მუხლს ქვემოთ კაბა მეცვა ყველაფერი უბრალოდ იყო.
ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა და ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ძალიან ვდარდობდი, რომ სრულიად პატიოსან კაცს დიდ ცოდვას ვაბრალებდი ჩემდა უნებურად.
ცოტა ხანს, შევწყვიტე ტაძარში სიარული, რათა ჩემს თავში მომეძებნა გზა, რომ რასაც ვხედავდი იყო უბრალოდ ეშმაკის ცდუნება რათა ღვთის გზიდან გადამეხვია.
არადა, ამდენი დროით არასდროს გამიჭიანურებია წირვის გამოტოვება.
ჩემს თავს ვერ მოვერიე, მაინც წავედი ტაძარში, სადაც საერთოდ არაფერი შეცვლილა და მღვდელი მაინც სულ მე მიყურებდა, ოღონდ მის თვალებში გულწრფელობას კი არა ანგარებას და მხეცურ მზერას ვხედავდი.
ვერც ვერავის ვეუბნებოდი ამის შესახებ, რადგან ვიცოდი რომ ყველა გამკიცხავდა და მეტყოდნენ:- “ასეთ პატიოსან კაცს რაებს უგონებო”. ბოლოს ჩემს უახლოეს მეგობარს ვთხოვე, მგონი მოჩვენებები დამეწყო და გთხოვ დამეხმარეთქო. როცა წირვაზე წავედი, ვუთხარი რომ მოძღვრისთვის თვალი არ მოეშორებინა და დაკვირვებოდა იმას, რასაც მე ჩემს ფანტაზიად ვთვლიდი.

როცა წირვა დასრულდა და წამოვედი, მეშინოდა კითხვის დასმის, რათა პასუხი ის არ ყოფილიყო, რაც მე მეგონა და ასეც მოხდა. მეგობარმაც დამიდასტურა იგივე რასაც მე ვგრძნობდი.

მაინც შევიკავე თავი. ჩავთვალე რომ იქნებ მასაც მოეჩვენა თქო და გავაგრძელე ტაძარში სიარული. მოძღვარი უკვე აღარც მალავდა ჩემდამი სიმპათიას, თავისთანაც კი მიმიპატიჟა. რაზეც უარი ვუთხარი და სხვა რამ მოვიმიზეზე. ამ ტვირთით დაღლილმა კი ბოლოს გადავწყვიტე მეკითხა მრევლის იმ ნაწილისთვის, რომლებიც სულ დადიოდნენ ეკლესიაში და ასე თუ ისე, მათ უფრო იცოდნენ რა მექნა.

წირვის შემდეგ, ასე შუახნის ქალების ჯგუფთან შევჩერდი და ვთხოვე, თქვენთან რაღაც მაქვს სათქმელი და გთხოვთ მომისმინეთ და დამეხმარეთ თქო. მოკლედ მოვუყევი ჩემი ამბავი. უეცრად ყველას თვალებში ბრაზი და მრისხანება შევამჩნიე, მაგრამ არც ერთმა შემაწყევტინა, ხოლო როცა ვუთხარი რომ ეს მე კი არა, ჩემი სიტყვების დასადასტურებლად ჩემმა მეგობარმაც დაინახათქო ერთ-ერთი მათქგანი მწვდა თმებში და აქეთ-იქით მათრია, თან მლანძღავდნენ, სულ “კახპა”, “ბოზი” და ნამუსგარეცხილი მეძახეს.
თან ჩემი მშველელი ვინ იყო, სულ მუჯლუგუნებს მირტყავდნენ და იძახოდნენ: “ღირსია, ასე მოუხდება ამ უნამუსოსო”.

რომ არა, იქვე ბირჟასთან მსხდომი ბიჭბი, ალბათ იქვე მომკლავდნენ კიდეც.

დედა საზღვარგარეთ მყავდა, სახლში მე ჩემი პატარა ძმა და მამა ვიყავით. არც არავინ მყავდა ჩემი ჭრილობების მიმხედავი და მეზობელმა სპირტით დამიმუშავა გადატყავებული მუხლები და ხელის მტევნები…

იმ წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, მეზიზღწბოდა ჩემს სახლში ჩასვლა და აღარც ჩავდიოდი ხოლმე.

გავიდა რამოდენიმე წელი და ჩემმა თანასოფლელმა მომიყვა, როგორ შეაცდინა სოფლის მოძღვარმა 16 წლის გოგო.

ეს ამბავიც, ისე ჩაფარცხეს როგორც ჩემი და ალბათ კიდევ რამდენი… არავის პასუხი არ მოუკითხავს მოძღვრისთვის, უბრალოდ განკვეთეს და ეგ იყო.

იმდენად ცუდად გავხდი, ყველაფერი თვალწინ დამიდგა, თუ რას გადავურჩი მე წარსულში და კიდევ კარგი, რომ აზრზე დროზე ადრე მოვედი.

ყველაზე ტრაგიკული კი ის იყო, როცა იმ 16 წლის ბავშვის ვინაობა გავიგე. ზუსტად იმ ქალის შვილი იყო, რომელიც პირველი მწვდა თმებში და მათრია სახალხოდ.

ცუდი და კარგი ყველგან არის, საერო და სასულიერო საზოგადოებაშიც. უბრალოდ, არ უნდა ვიყოთ ფანატიკურად შეყვარებულები ისეთ ადამიანებზე, რომლების არც წარსული ვიცით და არც ისე უნდა ვენდოთ, რომ ჩვენი თავები და შვილები მათ სატანურ ზრახვებს შევწიროთ. დარწმუნწბული ვარ, რამდენი შემთხვევა მოხდა, ხდება და მოხდება მომავალშიც. რამდენ ბავშვს დაენგრა ცხოვრება და კიდევ რამდენს დაენგრევა, თუ ასეთი ფანატიკოსები ივლიან ეკლესიებში და ასეთ მანიაკებს დაიცავენ კბილებით….

wyaro newpresa.com

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება