Home სხვადასხვა ,,ლიებრთი ბანკმა” 9 წლის გოგონას დასახმარებელი თანხა დაბლოკა, უსამართლობის შეგრძნება მკლავს!”

,,ლიებრთი ბანკმა” 9 წლის გოგონას დასახმარებელი თანხა დაბლოკა, უსამართლობის შეგრძნება მკლავს!”

115
loading...

,ლიბერთი ბანკი” ბარბარე პაპუნაშილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ჩარიცხულ საქველმოქმედო თანხას გოგონას ოჯახის წევრებს არ აძლევს” – ამ შინაარსის განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება. სტატუსის ავტორი საქველმოქმედო ფონდი ,,დედის ხელებია”. განცხადებაში წერია, რომ ბანკი ბარბარე პაპუნაშვილის ოჯახს საქველმოქმედო თანხას წინასწარ გამოტანილი საპენსიო სესხის გამო არ აძლევს.

,,ბარბარე პაპუნაშვილს აქვს დროებით შეჩერებული სტატუსი, გადამოწმების გამო და საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხულ საქველმოქმედო თანხას, რომელიც მას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სჭირდება, უკავებს ბანკი, რადგან გასულ წელს ოპერაციისთვის მშობლებს დასჭირდათ პენსიის წინასწარ გამოტანა. ვის შეიძლება ამასთან დაკავშირებით მივმართოთ, სასწრაფოდ დამაკვალიანეთ, გთხოვთ! ყველაფერი ამ ბავშვს რატომ უნდა შეემთხვეს, უსამართლობის შეგრძნება მკლავს!”- წერს ფონდი ,,დედის ხელები”.

,,პრაიმტაიმი” ინფრომაციის გადასამოწმებლად ,,ლიბერთი ბანკს” დაუკავშირდა. ბანკის ოფიციალური პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

8 წლის ბარბარე პაპუნაშვილი ხერხემლის თიაქრით დაიბადა. მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. გოგონას გასულ წელს თურქეთში 5 ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა იმისთვის, რომ სიარული შეძლოს, მორიგი ოპერაციაა საჭირო. ოჯახმა მორიგი ოპერაციისთვის თანხის შეგროვება გასულ კვირას დაიწყო. როგორც ,,პრაიმტაიმისთვის” ხდება ცნობილი, ამ ეტაპზე ბანკის ანგარიშზე ბარბარე პაპუნაშვილის დასახმარებლად 1000 ლარამდეა ჩარიცხული. ოჯახს აღნიშნული თანხა ოპერაციის ჩატარებამდე ტომოგრაფიის გასაკეთებლად სჭირდება.

wyaro sarkenews.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება