გაზიარება
loading...

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია 32 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც გუ­შინ ხა­შურ­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მოკ­ლა.

3
loading...

“შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პატ­რა­მენ­ტი­სა და ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ხა­შურ­ში, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.დ. (ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძე) ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

loading...

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 11 ოქ­ტომ­ბერს, ხა­შურ­ში, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე, ყო­ფილ მე­უღ­ლეს – 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.გ.-ს ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის კონ­და­ხით თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ქალი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­იყ­ვა­ნა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ი.დ.-ს ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი მა­ლე­ვე და­ად­გი­ნეს და იგი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, 2 ხელ­ყუმ­ბა­რა და სა­ნა­დი­რო დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო. ასე­ვე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ხელ­ყუმ­ბა­რა” – ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ცე­ცხსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით აწარ­მო­ებს.

 

wyaro ambebi.ge