გაზიარება
loading...

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნილ­მა ჯუ­ლი­ე­ტა ჯან­გი­ძემ, გაგ­რი­დან, 90-იან წლებ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას და­ღუ­პუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი გად­მო­ას­ვე­ნა. მა­ნამ­დე საფ­ლავს ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზე­ბი უვ­ლიდ­ნენ. მა­შინ შე­ვი­ტყე, რომ ის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ იყო და იქ დარ­ჩე­ნი­ლი აფხა­ზე­ბი, არა­ერ­თი ქარ­თვე­ლის საფ­ლავს უვ­ლიდ­ნენ, ზოგს ახ­ლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის თხოვ­ნით, ზოგ­საც – სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით.

3
loading...

“ეს სახ­ლი ვისი იყოო?.. – უკი­თხავს სო­ხუ­მე­ლი მწერ­ლის გუ­რამ ოდი­შა­რი­ას სახლზე ვი­ღაც აფხაზს. – ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხის, ქარ­თვე­ლე­ბი­სო“, – უპა­სუ­ხი­ათ ად­გი­ლობ­რი­ვებს… „მა­შინ, გა­და­ე­ცით, რომ მის სახ­ლში დრო­ე­ბით ვცხოვ­რო­ბო…” – უთ­ქვამს “ახალ­მო­სახ­ლე” აფხაზს. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის საფ­ლა­ვებ­საც უვ­ლი­ან აფხა­ზეთ­ში.

loading...

ორი­ვე მხა­რის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის, უზარ­მა­ზა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი­სა და ტრა­გე­დი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ, იყო ერ­თმა­ნე­თის გა­დარ­ჩე­ნის, შე­ფა­რე­ბის, მი­ტე­ვე­ბის, პა­ტი­ე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი.

ალ­ბათ, ამი­ტომ უწო­დებ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი ქარ­თულ-აფხა­ზურ ომს “ხე­ლოვ­ნურ კონ­ფლიქტს”, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი თით­ქმის არ აქვს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­ვით ჟვა­ნი­ამ, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­სა და მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალს, სო­ხუ­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლე­ჩკოპ­ში, ქარ­თვე­ლე­ბის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე ყვა­ვი­ლე­ბიც დევს და სან­თლე­ბიც ან­თია… ზოგს ადა­მი­ა­ნის მზრუნ­ვე­ლი ხელი ატყვია, ზოგს – არა. თუმ­ცა, ძნე­ლია იმის თქმა, რომ 26 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპატ­რო­ნო­ბის კვა­ლი ეტყო­ბა.

ამ ერთი ქარ­თუ­ლი სოფ­ლის სა­საფ­ლა­ოს ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჯერ კი­დევ იგ­რძნო­ბა თით­ქმის 30 წლის წი­ნან­დე­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მელ­მაც ალ­ბათ ოდეს­მე ყვე­ლა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის გვერ­დით ავ­ლით, ყვე­ლა­ფე­რი უნდა ახ­სნას და თა­ვის ად­გი­ლას და­ა­ლა­გოს, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე კარ­გად ჰყვე­ბა ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის ტრა­გე­დი­ას.

 

 

wyaro ambebi.ge