Home ფოტოები “ველური შავი ვარდი” ია ფარულავა – მსახიობის ახალგაზრდობის ფოტოები პირადი არქივიდან

“ველური შავი ვარდი” ია ფარულავა – მსახიობის ახალგაზრდობის ფოტოები პირადი არქივიდან

182
loading...

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ია ფა­რუ­ლა­ვას სი­ლა­მა­ზე ყო­ველ­თვის აღაფრ­თო­ვა­ნებ­და მა­ყუ­რე­ბელს. დღე­საც, 52 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი ფან­ტას­ტი­კურ ფორ­მა­შია, მისი სი­ლა­მა­ზის ფორ­მუ­ლა კი იმა­შია, რომ მუდ­მი­ვად უვ­ლის თავს, ვარ­ჯი­შობს და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს.

ია ფა­რუ­ლა­ვა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლად მი­იჩ­ნე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. წლე­ბია, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე მე­ტად ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში ხე­დავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. არ აკ­ლდე­ბა გლა­მუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და შეკ­რე­ბებს, მის პო­პუ­ლა­რო­ბას ხელს უწყობს მსა­ხი­ო­ბის პირ­და­პი­რი და სკან­და­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, ასე­ვე მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სი მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მი­მართ.

ია ფა­რუ­ლა­ვა დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­შიც. მას “ინ­სტაგ­რამ­ზე” 65 000-ზე მეტი “ფო­ლო­ვე­რი” ჰყავს, რო­მელ­თაც ია მისი ფო­ტო­ე­ბით ანე­ბივ­რებს.

ფო­ტო­ებს შო­რის მრავ­ლა­დაა მსა­ხი­ო­ბის ახალ­გაზ­რდო­ბის დრო­ინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 20-30 წლის წი­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

კო­მენ­ტა­რებ­ში იას სი­ლა­მა­ზეს და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას უს­ვა­მენ ხაზს:

“გრძე­ლი ქვე­და­ბო­ლო­თი და ხვე­უ­ლი თმით… შავ­თვა­ლა, ლა­მა­ზი გოგო და­ი­ა­რე­ბო­და რუს­თა­ველ­ზე”;

“ვე­ლუ­რი შავი ვარ­დის სი­ლა­მა­ზე… დღემ­დე მოგ­ყვე­ბა ეს უნი­კა­ლუ­რო­ბა”;

“რა მზე­რაა, ქალ­ბა­ტო­ნო ია! რა შე­მო­ხედ­ვა! დამ­ბუ­რძგლა… ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ თქვე­ნით… ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა თქვენ­ში, მაგ­რამ არა­ნაკ­ლე­ბად ლა­მა­ზი ბრძან­დე­ბით” – წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

გთა­ვა­ზობთ მსა­ხი­ო­ბი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის პი­რად ფო­ტო­ებს ია ფა­რუ­ლა­ვას “ინ­სტაგ­რა­მის” გვერ­დი­დან, მი­სი­ვე კო­მენ­ტა­რე­ბით:

1988 წელი… კა­ლენ­და­რი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, მე შემ­ხვდა მა­ი­სი. ავ­ტო­რი: იური მე­ჩი­თო­ვი

1987 წელი, ლე­ვან აბა­ში­ძის ფოტო

ფოტო გა­და­ი­ღო ლე­ვან აბა­ში­ძემ, როცა “ფეს­ვე­ბის” გა­და­ღე­ბებ­ზე მივ­დი­ო­დით მთე­ლი ჯგუ­ფი ბა­თუმ­ში, 1987 წელი

wwyaro ambebi.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება