Home სხვადასხვა მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

186
loading...

მძღოლს მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ქუ­ლე­ბი ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბი­თაც და­აკ­ლდე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე მიბ­მულ ქუ­ლა­თა სის­ტე­მა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნინო ჯა­ვა­ხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, კა­მე­რე­ბით მძღო­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქუ­ლე­ბი მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე იმ პირს ჩა­მო­აკ­ლდე­ბა, ვის სა­ხელ­ზეც იქ­ნე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა.

„მფლო­ბე­ლი რომ აძ­ლევს მან­ქა­ნას ვი­ღა­ცას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მას ეკის­რე­ბა. ეს აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა ძა­ლი­ან. ამის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ უკვე სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბა – „მოდი ძმა­კაცს ვა­თხო­ვო მან­ქა­ნა“, ან „ჩემი პა­ტა­რა შვი­ლი დავ­სვა სა­ჭეს­თან“. ასე­ვე ნა­პოვ­ნია გზა, რათა სა­მარ­თლებ­რი­ვად და­რე­გუ­ლირ­დეს ლი­ზინ­გე­ბის თე­მაც. ახლა ვსა­უბ­რობთ ყვე­ლას­თან, რომ პრობ­ლე­მა არ შე­იქ­მნას. ჩვენ უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი, მისი გან­ხილ­ვა უკვე მოხ­და არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან და მხარს გვი­ჭე­რენ. გვინ­და ეს ცვლი­ლე­ბე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მთავ­რო­ბას წარ­ვუდ­გი­ნოთ და შემ­დეგ უკვე პარ­ლა­მენტს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ეს სი­ახ­ლე უკვე წელს ავა­მოქ­მე­დოთ თუ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ნინო ჯა­ვა­ხა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მარ­თვის მოწ­მო­ბის ქუ­ლე­ბის ჩა­მოკ­ლე­ბა­ზე ყვე­ლა მძღოლს შე­ე­ხე­ბა – რა დე­ტა­ლი უნდა იცო­დეთ ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ?

wyaro ambebi.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება