Home სხვადასხვა “4 ახალგაზრდა 200 კმ/სთ-ით მოწყდა…” – ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც...

“4 ახალგაზრდა 200 კმ/სთ-ით მოწყდა…” – ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

232
loading...

თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ას 16 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა წუ­ხელ მოხ­და. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 4 ახალ­გაზ­რდა იჯდა, ხეს შე­ე­ჯა­ხა. უკან მჯდო­მი ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სამი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძეა. იგი “აგ­რო­ჰა­ბის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვი­ლია. სა­ლო­მეს ნიკა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით “ფე­ის­ბუქ­ზე” ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს მევ­ლუდ მე­ლა­ძის მე­გო­ბა­რი გიგი ტუ­ღუ­ში:

“სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ანს და მევ­ლუდ მე­ლა­ძეს ტრა­გი­კუ­ლად და­ე­ღუ­პათ შვი­ლი ნი­კუ­შა. პა­ნაშ­ვი­დი: 16 და17 აპ­რილს, ან­ტო­ნოვ­სკა­ი­ას 35გ (ვაჟა-ფშა­ვე­ლას 38-ის არ­კი­დან).გა­მოს­ვე­ნე­ბა 18 აპ­რილს სა­ბურ­თა­ლოს ამაღ­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ი­დან 14:00-ზე”.

პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში ტუ­ღუ­ში სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის შე­სა­ხე­ბაც წერს:

“14-15 წლის 4 ახალ­გაზ­რდა მო­წყდა 200 კმ/სთ-ით… ნი­კუ­შა უკან იჯდა და და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე უკან მჯდო­მი მე-3 სტა­დი­ის კო­მა­შია და მძღოლს არა­ფე­რი ჭირს”

wyaro ambebi.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება