“როგორც შევჭამე მაშინვე ცუდად გავხდი” – რას ჰყვება დედა იმ საღამოზე, როდესაც მისი 11 თვის ჩვილი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მანამდე ბავშვმა ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანი მიიღო, რის შემდეგაც ინტოქსიკაცია დაეწყო.

გამყრელიძეები მომხდარს ერთ-ერთი წარმოების ქათმის მიღებას უკავშირებენ, რომელიც თბილისიდან ნათესავმა გაუგზავნათ. ბავშვი ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

სტატის წაკითხვის გასაგრძელებლად ჩადით ქვევით
loading...

საკვების მიღების შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მშობლებსაც, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

გამყრელიძეები განმარტავენ, რომ მომზადებამდე პროდუქტის ვარგისიანობა შეამოწმეს, თუმცა წარწერის მიუხედავად, ქათამი ძველი იყო და მოწამვლაც სწორედ ამან გამოიწვია.

იხილეთ:

ყვარელში გარდაცვლილი 11 თვის ჩვილი – ოჯახის თქმით, მიზეზი ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანია, რომელიც ნათესავმა თბილისიდან გაუგზავნათ

 

wyaro palitranews.ge

This post has been Liked 0 time(s) & Disliked 0 time(s)

Updated: მაისი 14, 2019 — 3:53 am

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *