უსაფრთხოების 10 წესი, რომლებიც ერთხელაც სიკვდილს გადაგარჩენენ

მოტივაცია „მე ეს არასდროს დამემართება…“ თქვენი მთავარი შეცდომაა, საფრთხე ხომ ყველაზე მოულოდნელ ადგილას ჩნდება. ამიტომ ამ წესების ცოდნა ზედმეტი არ იქნება:

  1. თუ სახლში ცუდად განათებული გზით გიწევთ დაბრუნება, ნუ გაერთობით ტელეფონით, უმჯობესია კონცენტრირდეთ, თუ რა ხდება თქვენს ირგვლივ. მოუსმინეთ ხალხის ხმებს და ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად მიუახლოვდეთ ხალხმრავალ და კარგად განათებულ ადგილს.
  2. თუ გეჩვენებათ, რომ ვიღაც აგედევნათ, პირველ რიგში ითხოვეთ დახმარება. მაგ: შედით მაღაზიაში ან რესტორანში და თანამშრომლებს თქვენს ეჭვებზე უამბეთ. თხოვეთ, გამოგიძახონ ტაქსი ან პოლიცია.
  3. გამოიყენეთ სმარტფონის სპეციალური პროგრამა, რომელიც თქვენს ნათესავებს საშუალებას მისცემს გაიგონ თქვენი ადგილსამყოფელი ნებისმიერ დროს. თუ რომელიმე ადგილზე დიდხანს შეყოვნდით, სმარტფონი დახმარების სიგნალს გაგზავნის.

  4. წიწაკიანი შესასხურებელი ხსნარი თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. შინ გვიან ღამით დაბრუნებისას ის აუცილებლად ხელში გეჭიროთ.
  5. საფრთხის შემთხვევაში გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევა შემდეგი საშუალებებით სცადეთ: იხმაურეთ, ისროლეთ ნივთები, ჩაამსხვრიეთ ფანჯარა და აუცილებლად იყვირეთ ხმამაღლა. ამასთან, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სიტყვები „მკლავენ“ ან „მაუპატიურებენ“ გამვლელებზე სულ უფრო ნაკლებად მოქმედებს – ზოგიერთს ამის არ სჯერა, ზოგს კი ჩარევის ეშინია. სპეციალისტების თქმით, სიტყვა „ხანძარია“ მეტ ყურადღებას იქცევს.
  6. კარის ან მანქანის გასაღები წინასწარ მოამზადეთ. ის რამდენიმე წუთი, რომელსაც კართან გასაღების ძიებაში გაატარებთ, შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. როგორც კი მანქანაში ჩაჯდებით ან შენობაში შეხვალთ კარი მაშინვე დაკეტეთ.
  7. გავრცელებული აზრის მიუხედავად თავდაცვის მიზნით გასაღების თითებს შორის დაჭერა არ ღირს. უმჯობესია ერთი ბასრი გასაღები მუშტში გეჭიროთ ისე, რომ მისი ბასრი კუთხე ნეკა თითთან მოჩანდეს და მიაყენეთ მათ მოკლე მჩხვლეტავი და მჭრელი დარტყმები სხეულის მგრძნობიარე ადგილებში.
  8. თუ ლიფტში თქვენთან ერთად უცნობი ადამიანი შემოვიდა, დააჭირეთ შემდეგი სართულის ღილაკს. საშიშროების ნიშნების შემთხვევაში არ დააჭიროთ საავარიო ღილაკს – ის მხოლოდ კაბინის მოძრაობას შეაჩერებს. უმჯობესია კარის ავტომატური გაღების ფუნქცია გამოიყენოთ.
  9. თუ გაძარცვის მიზნით თავს დაგესხნენ, ნუ შეეწინააღმდეგებით – სიცოცხლე ნებისმიერ ფულზე ძვირფასია. მოიხსენით ძვირფასეულობა ან ამოიღეთ საფულე და მძარცველისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მიწაზე გადააგდეთ. ხოლო, როცა ის მის ასაღებად დაიხრება, ადგილიდან მაშინვე გაიქეცით.
  10. თუ ფიზიკური ზემოქმედების მოლოდინი გაგიჩნდათ და გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე წამი გაქვთ, გამოწიეთ ერთი ფეხი წინ და სწრაფი და ძლიერი დარტყმა მიაყენეთ სხეულის მგრძნობიარე ნაწილში – თვალებში, ცხვირში, საზარდულზე ან მუხლებზე. ნუ დაელოდებით მოწინააღმდეგის გამოფხიზლებას – მაშინვე გაიქეცით მისგან, რაც შეიძლება შორს
  11. wyaro marao.ge
სტატის წაკითხვის გასაგრძელებლად ჩადით ქვევით
loading...

This post has been Liked 0 time(s) & Disliked 0 time(s)

Updated: მაისი 15, 2019 — 7:54 pm

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *