ვინ იყო 33 წლის სამხედრო, რომელიც საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

15 მა­ისს სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე პა­ა­ტა ჩხა­ი­ძე. 33 წლის სამ­ხედ­რო, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის მე-10 კად­რი­რე­ბუ­ლი ბრი­გა­დის კონ­ტრაქ­ტო­რი იყო.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ნა­პოვ­ნია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, კერ­ძოდ, სა­ნა­დი­რო თოფი.

სტატის წაკითხვის გასაგრძელებლად ჩადით ქვევით
loading...

გარ­დაც­ვლილ პა­ა­ტა ჩხა­ი­ძეს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი – ქალ-ვაჟი დარ­ჩა.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს.

wyaro ambebi.ge

This post has been Liked 0 time(s) & Disliked 0 time(s)

Updated: მაისი 16, 2019 — 3:41 pm

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *