ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიომ აღიარა – რატომ უნდა მიიღოთ მაწონი ყოველდღიურად

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მაქს პლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ექ­ვსი და­სა­ხე­ლე­ბის მაწ­ვნის სინ­ჯი შე­ა­მოწ­მეს და და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ქარ­თუ­ლი მა­წო­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც პარ­კინ­სო­ნი­სა და სხვა რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ას უწყობს ხელს. “შორ­სა ვართ იმ აზ­რი­სა­გან, რომ ეს არის წა­მა­ლი, მაგ­რამ ეს არის პრე­ვენ­ცია ისე­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გო­რიც პარ­კინ­სო­ნიზ­მი, ალ­ცჰა­ი­მე­რი, ან გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია”, – წე­რენ მაქს პლან­კის მეც­ნი­ე­რე­ბი.

მა­წო­ნი სუფ­თა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტია და შე­სა­ბა­მი­სი პა­ტენ­ტიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ეს არის რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტი და თა­ვი­სი კა­ტე­გო­რი­ის პრო­დუქ­ტე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას იმი­თაც ხსი­ან, რომ ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ ენ­დე­მურ დე­დო­ზე დამ­ზა­დე­ბულ მა­წონს.

სტატის წაკითხვის გასაგრძელებლად ჩადით ქვევით
loading...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ია­პო­ნე­ლებ­მაც წა­ი­ღეს მაწ­ვნის შტა­მი, კარ­გად რომ ჩას­წვდო­მოდ­ნენ მის უნი­კა­ლურ თვი­სე­ბებს.

სხვა­თა შო­რის, ქარ­თვე­ლე­ბი მა­წონს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ი­დუმ­ლოდ ამ­ზა­დებ­დნენ და გან­სა­კუთ­რე­ბით უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ დე­დოს დამ­ზა­დე­ბის რე­ცეპტს. არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მა, რომ მა­წო­ნი და მისი დედო თა­ვის­თა­ვად დამ­ზად­და რძე­ში არ­სე­ბუ­ლი რძემ­ჟა­ვა ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა­გან. სა­პალ­ნე­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი რძე ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ აიჭ­რა და ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, რომ მისი დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყეს.

და მა­ინც რა­ტომ არის მა­წო­ნი ასე სა­სარ­გებ­ლო?

ენ­დე­მურ დე­დო­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­წო­ნი აწეს­რი­გებს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ნორ­მა­ლურ მიკროფ­ლო­რას, ხელს უწყობს მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ჯან­საღ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მი­დან მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­დევ­ნას, ამას­თა­ნა­ვე, იცავს ღვიძლს, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში ძალ­ზე გა­დატ­ვირ­თუ­ლია. აძ­ლი­ე­რებს ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცველ ძა­ლებს და იმუ­ნი­ტეტს, აწეს­რი­გებს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს ორ­გა­ნიზ­მში და ხელს უშ­ლის ათე­როსკლე­რო­ზის გან­ვი­თა­რე­ბას. მა­წონს ხში­რად აჭ­მე­ვენ პა­ტა­რებს, რად­გან ის აძ­ლი­ე­რებს მა­დას, აქ­ვე­ი­თებს კუ­ჭის წვე­ნის სეკ­რე­ცი­ას და ამა­ვე დროს, კარ­გად გა­მო­ხა­ტუ­ლი დი­ე­ტუ­რი და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს.

მა­წო­ნი ძა­ლი­ან კარ­გია იმათ­თვის, ვინც აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა, ამა­ვე დროს, არაჩ­ვე­ულბ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა წო­ნის და­საკ­ლე­ბად და ნა­ბა­ხუ­სე­ვი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად. მა­წო­ნი მდი­და­რია C ვი­ტა­მი­ნით, კა­ლი­უ­მით, კალ­ცი­უ­მით, რკი­ნით, ფოს­ფო­რით და მრა­ვა­ლი სა­სარ­გებ­ლო ვი­ტა­მი­ნით, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მეც­ნი­ე­რუ­ლად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ერთი ფაქ­ტიც. მა­წო­ნი სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ის ენ­დე­მუ­რი დე­დო­თი არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რად რძის აჭრა სხვა გზი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ასე ის სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი არ მი­ი­ღე­ბა, რო­მე­ლიც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა.

სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი მაწ­ვნის სახ­ლში დამ­ზა­დე­ბაა. თუმ­ცა დღეს გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო, სის­ტე­მა­ტუ­რად მაწ­ვნის გა­კე­თე­ბის დრო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბევ­რს არ აქვს. ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ მაწ­ვნებს შო­რის უნდა გა­ვა­კე­თოთ.

ქარ­ხნის მაწ­ვნის შერ­ჩე­ვი­სას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცა­ნით მის შე­მად­გენ­ლო­ბას. მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს, ის რძი­თა და მაწ­ვნის დე­დო­თია დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ასე­თი მა­წო­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ასე­თია „სან­ტი­ნო­სა“ და „ლო­კო­მო­კოს“ სა­ბავ­შვო მა­წო­ნი, რომ­ლე­ბიც მზად­დე­ბა ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ენ­დე­მუ­რი დე­დოს გა­მო­ყე­ნე­ბით. „ლოკო მოკო“ ბავ­შვე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტია, რად­გან ეს ის შემ­თხვე­ვაა როცა სა­სარ­გებ­ლო ამავდრო­ლად გემ­რი­ე­ლი­ცაა. ბა­ზარ­ზე „ლოკო მო­კოს“ მაწ­ვნის ორი ვა­რი­ან­ტია ხელ­მი­საწ­ვდო­მი – მა­წო­ნი ნა­ყი­ნი­თა და მა­წო­ნი ვა­ნი­ლით.

რო­გორც „სან­ტე ჯი-ემ-თი“ პრო­დუქ­ტე­ბის პიარ მე­ნე­ჯე­რი ნა­თია ჩა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, „სან­ტეს“ დღემ­დე აქვს შე­ნარ­ჩე­ნე­ბუ­ლი მაწ­ვნის ენ­დე­მუ­რი დე­დოს მო­პო­ვე­ბის და გა­მო­ყე­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გია,

„მა­წო­ნი უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პრო­დუქ­ტია და ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა დღეგ­რძე­ლო­ბის მი­ზე­ზი. თუმ­ცა, იმის­თვის რომ მა­წონ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა, ენ­დე­მუ­რი დე­დოს­გან უნდა იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სან­ტეს დღემ­დე აქვს შე­ნარ­ჩე­ნე­ბუ­ლი მაწ­ვნის ენ­დე­მუ­რი დე­დოს მო­პო­ვე­ბის და გა­მო­ყე­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გია, რაც გუ­ლის­ხმობს მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში, გლე­ხებ­თან დე­დოს მოგ­რო­ვე­ბას, სა­წარ­მო­ში ჩა­მო­ტა­ნას, გა­სუფ­თა­ვე­ბას და გამ­რავ­ლე­ბას და შემ­დეგ ყო­ველ­დღი­ურ სა­წარ­მოო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბას. ენ­დე­მუ­რი დე­დოს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი მაწ­ვნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვენ­თვის, რად­გან რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის­თვის ძა­ლი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­რო კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნამ­დვი­ლი ენ­დე­მუ­რი დე­დოს­გან შექ­მნი­ლი მა­წო­ნი იყო „სან­ტი­ნო“, რო­მე­ლიც დე­დე­ბის უპი­რო­ბო არ­ჩე­ვა­ნი იყო პა­ტა­რე­ბის­თვის, თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რომ ენ­დე­მუ­რი დე­დოს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ანუ ნამ­დვი­ლი მა­წო­ნი თა­ვის­თა­ვად მჟა­ვეა, ბავ­შებს კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ ნაკ­ლე­ბად უყ­ვართ სიმ­ჟა­ვე, პე­დი­ატრთა აკა­დე­მი­ას­თან ერ­თად და­მა­ტე­ბით შევ­ქმე­ნით „ლოკო-მო­კოს“ და­სა­ლე­ვი მა­წო­ნი, რო­მე­ლიც იმა­ვე ენ­დე­მუ­რი დე­დოს­გან მზად­დე­ბა, თუმ­ცა, ბავ­შვის­თვის გა­ცი­ლე­ბით მო­სა­წო­ნია, რად­გან ტკბი­ლია. ამავდრო­უ­ლად კი, მას­ში შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბა ზუს­ტად იმ­დე­ნია, რაც ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, პე­დი­ატრთა აკა­დე­მი­ის მიერ „ლოკო მო­კოს“ მა­წონს გა­ე­წია რე­კო­მენ­და­ცია ბავ­შვთათ­ვის 1 წლი­დან,” – გან­მარ­ტავს ნა­თია ჩა­ლა­ძე.

wyaro ambebi.ge

This post has been Liked 0 time(s) & Disliked 0 time(s)

Updated: მაისი 16, 2019 — 3:49 pm

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *