,,გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს” – სუიციდის მცდელობა საღორიის ტყეში

ქუთაისში ე.წ. საღორიის ტყეში გოგონას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ის მეხანძრე მაშველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.გოგონას ოჯახი ეძებდა. მათ დახმარებისთვის „112“-ს მიმართეს, მაშველებმა კი სიკვდილს გადაარჩინეს.

-შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა – ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა. მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად აღკვეთა და გოგონას გადარჩენა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სტატის წაკითხვის გასაგრძელებლად ჩადით ქვევით

გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

wyaro  sarkenews.ge

Updated: ივლისი 11, 2019 — 2:11 pm

The Author

admin

კომენტარის დატოვება