რა ხდებოდა წერეთელზე, სადაც მძღოლმა ჯერ ქვეითი გაიტანა, შემდეგ კი “მარშრუტკას” დაეჯახა და იქ მჯდომი მგზავრის დაშავება გამოიწვია – თვითმხილველის გადაღებული კადრები

როგორც Palitravideo.ge-ს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელიც მაღალი სიჩაქარით მოძრაობდა, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ამის შემდეგ აღნიშნული მსუბუქი მანქანა ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ყვითელ მიკროავტობუსში მჯდომი მგზავრი დაშავდა.

“ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი რომელიც წერეთლის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ გზაზე მიმავალი ქალბატონი გაიტანა, რის შემდეგაც უკნიდან დაეჯახა მიკროავტობუსს, რის გამოც დაშავდა მიკროავტობუსის მგზავრო რომელიც შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის სამსახური, რომლის წარმომადგენლებმაც ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი ექსპერტიზის ცენტრში გადაიყვანეს”, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” სატრანსპორტო კომპანიაში.

სტატის წაკითხვის გასაგრძელებლად ჩადით ქვევით

როგორც  Palitravideo.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

wyaro palitravideo.ge

 

Updated: ივლისი 11, 2019 — 8:01 pm

The Author

admin

კომენტარის დატოვება